saWmeli sokoebi - alublisZira

Царство: Грибы
Подцарство: Высшие грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Agaricomycetes
Порядок: Агариковые
Семейство: Энтоломовые
Род: Клитопилюс
Вид: Подвишенник
Латинское название: Clitopilus prunulus

 

ალუბლიძირა - (ინგ. Clitopilus prunulus) (რუს. Подвишенник)

სინონიმი: უცნობია.

ალუბლისძირა ბაზიდიუმიანი სოკოების სახეოვა კლიტოპილუსების გვარისა.

სახელები (დასახელება) სამეცნიერო სინონიმები:

• AgaricusprunulusSCOP. 1772 basionym
• Pleuropus prunulus (SCOP.) MURRILL 1917
• Paxillopsis prunulus (SCOP.) J.E. LANGE 1940
• Paxillus prunulus (SCOP.) FR.

რუსული სინონიმები: ჩვეულებრივი კლიტოპილუსი.

სახეობის ეპითეტი prunulus ნიშნავს „პატარა ქლიავს“, რაც ახალგაზრდა სოკოს მოთეთრო ფერის ქუდზე მიუთითებს.

აღწერა

ქუდი 3-12სმ. დიამეტრში, თეთრი, მოყვითალო ან ბაცი მონაცრისფრო ელფერით (ზრდასრულ სოკოებს), ცენტრში უფრო მუქია, ოდნავ ჩამოშვებული, მოგვიანებით სწორი, გლუვი, ნესტიან ამინდში ოდნაც ლორწოვანი, წებოვანი. დაწოლისას (დაპრესვისას) მუქდება. ქვესახეობას Clitopilus prunulus var. orcellus, რომელიც ადრე ცალკე სახეობად იყო გამოყოფილი, ქუდის ზედაპირი ოდნავ ნოტიო და მბზინავი აქვს. ქუდის ფერი შეიძლება ვარირებდეს, რაც დამოკიდებულია ზრდის პირობებზე. ახალგაზრდა ნაყოფიერ სხეულს ქუდი ნახევარსფეროსებრი აქვს, შემოკეცილი ბოლოებით, მოგვიანებით ბრტყელი-ამოზნექილი, მოწიფულობაში ბრტყელი, ხშირად ძაბრისებურად ჩაზნექილია, ხანდახან არასწორი ფორმის ბორცვით ცენტრში, სწორი ან ჩამოშვებული ტალღისებური ან ნიჩბისებური ხორკლიანი ბოლოებით.

რბილობი რბილი, მკვრივი, თეთრი, ძლიერი ფქვილისთვის დამახასიათებელი სუნით. რბილობი გადატეხვისას ფერ არ იცვლის. ალუბლისძირას ქსოვილიში არსებული გაუჯერებელი ალდეჰიდების ტრანს-2ნონელის არსებობა მას დამახასიათებელ სუნს აძლევს.

ფირფიტები ძალიან ხშირი და ვიწრო (2-4მმ ფართის) აქვს, ფეხისკენ, ქვემოთ მიმავალი, თეთრი ან მოყვითალო; ზრდასრულობისას სპორები ხდება მკრათალი ვარდისფერი.

ფეხი 2-7 სმ×7-10 (15) მმ ცილინდრული, ძირისკენ შევიწროვებული, ცენტრალური ან ექსცენტრული, ხშირად გაღუნული, მთლიანი, თეთრი ან მოთეთრო-მონაცრისფრო, ზედაპირი დაფარულია ფქვილისებური ნადებით, ძირისკენ დაშვებული. ფეხის რბილობი თეთრია, ბოჭკოვანი. არ აქვს (პირადი) საფარი.

სპორის ფხვნილი მოვარდისფრო. სპორები 9-12×4-7მკმ, არაამილოიდური, მოგრძო-ელიფსური, 6გრძივი ნეკნით (ღარით), რია ყვითელი, მოვარდისფრო ელფერით.

ეკოლოგია და გავრცელება

იზრდება ნიადაგზე, ნათელ დიდფოთლოვან და ფოთლოვან (არყი, მუხა)ტყეებში, იშვიათად წიწვოვან ტყეებში, სადაც არის ხეებია; ასევევ გვხდება მდელოებზე, ბაღებში და ბოსტნებში, ყოველთვის ხეებთან ახლოს. ურჩევნია მჟავე, თიხნარი ნიადაგი. როგორც წესი აყალიბებს ვარდისებრ (ქლიავი, მსხალი, ალუბალი) ფესვს;აქდან გამომდინარეა სოკოს რუსული სახელწოდება. გვხვდება ივლისის შუიდან სექტემბრის ბოლომდე. ნაყოფის სხეული როგორც წესი დიდ ჯგუფებად ჩნდება. სოკო გავრცელებულია რუსეთის ევროპულ ნაწილში; ზოგადად ჩრდილოეთის ზომიერ ზონებში.

მსგავსი სახეობები

Clitopilus-ის გვარი შეიცავს(ან მოიცავს) დიდი რაოდენობის სახეობას, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან ჰგავს Clitopilus prunulus-ს, განსხვავდებიან მხოლოდ მიკროსკოპული ნიშნებით. კერძოდ, ალუბლისძირას ჰგავს საკვებად უვარგისი ნაცრისფერფირფიტებიანი მწარე (Clitopilus mundulus (LASCH) P. KUMM., 1871), რომელიც განსხვავდება ქუდზე კონცენტრირებული ბზარებით (ზრდასრულ ეგზემპლარებს) და რბილობის მწარე გემოთი და ასევე პარაზიტი სოკო Clitopilus abortivus BERK. & M.A. CURTIS.

ალუბლისძირა წააგავს ზოგიერთი შხამიანი სახეობის მინდვრის თეთრ სოკოებს( ცვილის მინდვრის სოკო, გამოთეთრებული მინდვრის სოკო).მათგან განსხვავდება ქუდით,უწყლო კონცენტრირებული რგოლით და მოვარდისფრო ფირფიტებით; მინდვრის სოკოებსჰიმენოფორას ფირფიტები როგორც წესი თეთრი ან ნაცრისფერი აქვს.

შხამიანი ვარდისფერფირფიტიანი ენთოლომების სახეობებისგან, მათ შორის შხამიანი ვარდისფერფირფიტიანი, განსხვავდება ქვემოთ მიმართული ფეხის ფირფიტებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ალუბლისძირა ძალიან წააგავს ზოგერთ შხამიან სოკოს, მისი დაკრეფა რეკომენდებული არ არის.

საკვები თვისებები

ნაკლებადცნობილი საკვები სოკო მე-4 კატეგორიის; გამოიყენება ახალ დაკრეფილი (ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ), გამომშრალიც და დაწნილებულიც (სხვა წყაროების მიხედვით, დაწნილებისთვის უვარგისია რბილი კონსისტენციის (შემადგენლობის)გამო). მზადდება საწებებლები და საკაზმები, უხდება ხორციან კერძებს.თერმული დამუშავების შედეგად ფქვილისმაგვარი სუნი ქრება.